“ინვერსტორთან ვმუშაობთ 99 წლით მიწის გადაცემის საკითხზე”

„ეს იმას ნიშნავს, რომ ნამახვანჰესი აშენდება მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით”, – ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც მიწების გადაცემას ეხება.

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ ინვერსტორთან იმისთვის, რომ სხვა პირობებზეც ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ. ეს პირველ რიგში ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც მიწით იჯარით გადაცემის წლოვანობას [ეხება]. 99 წელი მართალია შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით მართლაც არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში. და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ.

და სხვა დანარჩენში, რა თქმა უნდა, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს”, – ამბობს თურნავა. 

მან კვლავ აღნიშნა, რომ „კაშხალის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, ვიდრე ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს ნაგებობა არის განსაკუთრებით უსაფრთხო”.

Leave a Reply