2020 წელს ელექტროენერგიის იმპორტის 45% აზერბაიჯანიდან განხორციელდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის იმპორტის 19% თურქეთიდან, 35% რუსეთიდან, ხოლო 45% აზერბაიჯანიდან განხორციელდა.

2020 წელს საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია, ხოლო 2018 წელთან შედარებით ზრდა 6.7%-ია.

Leave a Reply