კლების შემდეგ, ბიტკოინის ფასი ისევ გაიზარდა

CoinGecko-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ყველაზე მსხვილ Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის ფასმა 5%-ით მოიმატა მას შემდეგ, რაც სალვადორის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შესაძლოა კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად დამტკიცდეს.

ამ დროისათვის, ბიტკოინის ღირებულება 34,147 აშშ დოლარს აღწევს.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სულ მალე კრიპტოვალუტამ ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, სავარაუდოდ, გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ს შვედეთის ცენტრალური ბანკის, Riksbank-ის ხელმძღვანელმა, შტეფან ინგვესმა განაცხადა.

Leave a Reply