SOCAR–მა ყულევიდან მეთანოლის ექსპორტი განაახლა

ოთხთვიანი შესვენების შემდეგ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR), მაისის ბოლოს ყულევის პორტიდან მეთანოლის ახალი პარტია გაგზავნა.

მიწოდების პაუზა გამოწვეული იყო Socar Methano-ის ქარხანაში (ბაქო) განხორციელებული სარემონტო სამუშაოებით, რომელიც 2020 წლის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე მიმდინარეობდა.

29 მაისს ხომალდი Caminero 3,5 ათასი ტონა მეთანოლის სპირტით დაიტვირთა, რომლის დანიშნულების ადგილიც “იალოვას” პორტია (თურქეთი).

იანვარში SOCAR–მა ყულევიდან ორი ტანკერი მეთანოლი გაგზავნა, რომელთა საერთო მოცულობამ 11 ათასი ტონა შეადგინა და რომელიც წარმოებული იყო გასული წლის ბოლოს მიწოდებული პროდუქტისგან.

2020 წელს ყულევის პორტიდან მეთანოლის გადაზიდვა 367,3 ათასი ტონიდან (ერთი წლით ადრე) – 460 ათას ტონამდე გაიზარდა. პროდუქტი გაიგზავნა თურქეთში, ევროპის ქვეყნებში, ასევე აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply