გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.2 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.2 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 474,0 მლნ ბარელი – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იტყობინება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ბენზინის მარაგები გაიზარდა 7 მილიონი ბარელით  და შეადგინა  241 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 4,4 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  137,2 მლნ ბარელი.
ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Leave a Reply