„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე ევროპარლამენტარი კრემლის სასარგებლოდ მოქმედებაში იყო ეჭვმიტანილი

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე ევროპარლამენტარი, ჰაიდი ჰაუტალა 2019 წელს კრემლის სასარგებლოდ მოქმედებაში იყო ეჭვმიტანილი.

2019 წელს, გამოცემა The Daily Beast-მა ელექტრონული მიმოწერა მოიპოვა, რომლის თანახმადაც, გაირკვა, რომ „ევროპის მწვანეთა პარტიის“ უფროსი წევრი, ჰაიდი ჰაუტალა ფარულად აწარმოებდა კამპანიას ევროპარლამენტში ანტიკორუფციული რეზოლუციის წინააღმდეგ, რომლის სამიზნე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო.

როგორც ელექტრონული მიმოწერიდან გაირკვა, ჰაიდი ჰაუტალა კულისებს მიღმა ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი პუტინის წინააღმდეგ შეპყრობილია.

იმ პერიოდში ევროპარლამენტის „მწვანეთა პარტიის“ ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ჰაიდი ჰაუტალას მსგავსი ობსტრუქციონისტები ან გულუბრყვილო სასარგებლო იდიოტები არიან, ან შეგნებულად კრემლის დაკრულზე ცეკვავენ.

გამოცემა The Daily Beast-ი აღნიშნავდა, რომ ჰაუტალა ერთ დროს რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ გამოჩენილი მებრძოლი იყო, მაგრამ ბოლო წლებში ფინელმა პოლიტიკოსმა რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავა.

„იგი მოულოდნელად შეიცვალა. ჰაიდი ჰაუტალა მართლაც შეპყრობილი გახდა. ევროპარლამენტში ჩატარებული მისი კამპანია ეჭვებს იწვევს“, – განუცხადა The Daily Beast-ს ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა.

„ევროპის სახალხო პარტიაში“ წყარომ კი აღნიშნა, რომ ჰაუტალა მაგნიტსკის კანონის მიღების მთავარი მოწინააღმდეგეა.

Leave a Reply