ტარიფის კორექტირების მოთხოვნის დაყენება კომპანიების მხრიდან ლეგიტიმური იყო

“ის, რომ თითქოს ჰესებს მოძველებულ ტექნოლოგიად მიიჩნევენ განვითარებულ ქვეყნებში, არის ტყუილი”

ნორვეგიაში წლიური ჰიდროგენერაცია 144 მლრდ კვტ/სთ-ია, რაც მისი ჯამური წარმოების 88%-ს შეადგენს განახლებად ენერგიასთან მიმართებაში კი 97%-იანი წილი უკავია.

ნორვეგიასთან შედარებით ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით კიდევ ერთ უმდიდრეს სახელმწიფოში, შვეიცარიაში, ჰესების წარმადობა შედარებით დაბალია – წლიურად 37 მლრდ კვტ/სთ, რაც საქართველოს მაჩვენებლს 4-ჯერ აღემატება.

ისლანდია თავის გეიზერებითაა ცნობილი. მოსახლეობის ნაწილი ბინებში პირდაპირ ცხელ წყალს ღებულობს, ქუჩების ქვეშაც ცხელი წყლის მილები გადის და თოვლის ახვეტის საჭიროება არ დგება. მიუხედავად ამისა, ისლანდიაში ჰესებისგან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა გეოთერმულისას 2.5-ჯერ აღემატება და 13.5 მლრდ კვტ/სთ-ს აღწევს.

შვედეთში წლიური ჰიდროგენერაციის დონე 62 მლრდ კვტ/სთ-ს აღწევს. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ერთ სულ მოსახლეზე 6138 კვტ/სთ გამოდის, რაც საქართველოს მაჩვენებელს 2.75-ჯერ აღემატება.

თუმცა, ჰესების მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ყველა ჩამოთვლილ განვითარებულ ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების უმრავლესობა აშენდა იმ დროს, როდესაც მზისა და ქარის ტექნოლოგიები ჯერ კიდევ არ იყო კარგად განვითარებული და ხსენებულ ქვეყნებს უბრალოდ არ გააჩნდათ სხვა შესაძლებლობა ენერგომოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხოლო ამჟამად მსგავსი ტექნოლოგიები მოძველებულად ითვლება და ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, პირველ რიგში, მისი გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების გამო.

ჰიდროელექტროსადგურების მოწინააღმდეგეები ასევე აღნიშნავენ, რომ იმ დროისთვის, როდესაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ჰესები შენდებოდა, მზისა და ქარის ენერგეტიკა ისეთივე განვითარებული რომ ყოფილიყო, როგორც დღესაა, სავარაუდოდ ამდენ ჰესს არც ააშენებდნენ.

გარდა ამისა, მათი აზრით, გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების საკითხებს ახლა გაცილებით დიდი ყურადღება ეთმობა, რაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა მსგავსი პროექტების განხორციელებას.

ჰესების მოწინააღმდეგეები ასევე ამატებენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ამჟამად აქცენტი განახლებადი ენერგიების ისეთი დარგებზე კეთდება, როგორიც მზის, ქარის, გეოთერმული და მოქცევის ენერგიებია და არ მოძველებული ჰიდროსადგურებზე, ხოლო მსგავსი ჰიდროპროექტები, განსაკუთრებით კი დიდი კაშხლიანი ჰესების პროექტები, ძირითად მხოლოდ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ხორციელდება, და თუ ჩვენს ქვეყანასაც სურს განვითარების გზას დაადგეს, მანაც უნდა დაანებოს თავი მოძველებული პროექტების განხორციელებას და აქცენტი განახლებადი ენერგეტიკის სხვა, უფრო პროგრესულ დარგებზე გააკეთოს.

აღნიშნულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, „ენერგონიუსთან კომენტარი ენერგეტიკის ექსპერტმა დავით მირცხულავამ გააკეთა:

„ის, რომ ჰესები მოძველებული ტექნოლოგიაა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი პროექტებით აღარ არიან დაინტერესებული, არის აბსოლუტური ტყუილი. ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანას, თუკი რაიმე ჰიდრორესურსი ჰესების ასაშენებლად კიდევ აქვს შემორჩენილი, მაქსიმალურად იყენებს ახლაც.

უფრო მეტსაც გეტყვით, დღემდე შენდება ჰიდროელექტროსადგურები ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც ნორვეგიაა, რომელსაც თავისი რესურსის 96% უკვე ისედაც გამოყენებული აქვს. საკმაო რაოდენობის ჰესები შენდება პორტუგალიაში. აღარაფერს ვამბობ ბალკანეთის ქვეყნებზე, სადაც ძალიან დიდი პროგრამებია და უამრავი ახალი ჰესი შენდება, რადგან ისინი ხვდებიან, რომ ჰიდროსადგურები, განსაკუთრებით კი წყალსაცავიანი ჰიდროაკუმულაციური სადგურები, აუცილებელია სხვა ტიპის (ქარისა და მზის) ელექტროსადგურების ინტეგრაციისთვის. შესაბამისად, ის, რომ ხსენებული ტექნოლოგია არის მოძველებული, არააქტუალური და არაპოპულარული, არის აბსოლუტური ტყუილი.

აქვე მინდა ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ როდესაც ვსაუბრობ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ, ვგულისხმობ ჰიდროაკუმულაციურ (კაშხლიან) სადგურებსაც. მაგალითად, ახლა იწყება შოტლანდიაში დიდი 1500 მგვტ.-იანი ჰესის მშენებლობა, პორტუგალიაშიც უამრავი ასეთი სადგური შენდება. თუ განვითარებულ ქვეყნებზე ვსაუბრობთ, ალბათ, ტექნოლოგიურად იაპონიაზე განვითარებულ ქვეყანა ძალიან ცოტა თუ მოიძებნება და იქაც შენდება ჰიდროელექტროსადგურები“ – აღნიშნავს ექსპერტი.

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply