IEA: ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება პანდემიის პერიოდამდე არსებულ ოდენობას 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) პროგნოზით, ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება პანდემიის პერიოდამდე არსებულ ოდენობას დაუბრუნდება მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის, რაც ზრდა იქნება 5,4 მილიონი ბარელით  მიმდინარე წელს 96,4 მილიონ ბარელამდე/დღეში და შემდეგ 3,1 მილიონი ბარელით/დღეში მომავალ წელს.

თუმცა, IEA მიიჩნევს, რომ 2022 წელს “OPEC +”-ის ქვეყნებს დასჭირდებათ მოპოვების შეზღუდვის შესუსტება, რათა მოახდინონ მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

”ჩვენი პირველი მსგავსი ანალიზი 2022 წლისთვის ადასტურებს წინა მოლოდინებს, რომ “OPEC +”-ს სჭირდება “ონკანების” გახსნა, რათა უზრუნველყოს მსოფლიო სანავთობო ბაზრების საკმარისი მომარაგება. ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილებაა კვლავ გააგრძელებს აღდგენას 2022 წლის ბოლოსათვის მოპოვებაში შემდგომი ცვლილებების არარსებობის შემთხვევაშიც კი და მიაღწევს 100,6 მლნ ბარელს/დღე-ღამეში. ასევე უნდა გაიზარდოს მოპოვება ქვეყნებშიც, რომლებიც არ არისნ “OPEC +”-ის წევრები, მაგრამ მისი ზრდა შორს არის იმ დონისგან, რომელიც საჭიროა მარაგების შემდგომი შემცირების თავიდან ასაცილებლად ”, – აღნიშნა IEA.

სააგენტო ასევე არ გამორიცხავს, ​​რომ ირანს აშშ–ის სანქციების მოხსნის შემთხვევაში შეუძლია წლის ბოლოსთვის გაზარდოს ნავთობის მიწოდება 750 ათასი ბარელით/დღეში 3,15 მილიონ ბარელამდე, ხოლო 2022 წლის მეორე ნახევრისთვის გავიდეს სრული მოცულობაზე  3,8 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში.

Leave a Reply