ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2021 წლის იანვარ-მაისის თვეებში საავიაციო ნავთისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2021 წლის მაისის თვეში საქართველოში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,1 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით  ანუ 1,9%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან (5,2 ათასი ტონა) და 2,1 ათასი ტონით ანუ 70%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (3,0 ათასი ტონა)  შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის მაისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 78,4%  (4,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,7% (0,7 ათასი ტონა) – იტალიიდან, 7,8% (0,4 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან.

2021 წლის იანვარ-მაისის  თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 21,3 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ანუ 4,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (22,4 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 67,6%  (14,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 10,3% (2,2 ათასი ტონა) – იტალიიდან, 8,9% (1,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 6,1% (1,3 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 4,7% (1,0 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან, 2,3% (0,5 ათასი ტონა) – რუსეთიდან.

2021 წლის მაისის თვეში  საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,8  ათასი ტონა, რაც 1,0 ათასი ტონით ანუ 35,7%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (2,8 ათასი ტონა) შედარებით და 0,1 ათასი ტონით ანუ 2,6%-ით ნაკლები –  გასული წლის მაისის თვის მაჩვენებელთან (3,9 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მ/წლის მაისის თვეში იმპორტის  97,4%  (3,7 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

2021 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 13,7  ათასი ტონა, რაც 5,8 ათასი ტონით ანუ 29,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,5 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში იმპორტის  94,9% (13,0 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

Leave a Reply