პანკისიში “ხადორიჰესის” ინვესტორმა მოსახლეობასთან ახალი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

პანკისის ხეობაში, 2 ჰესის, ჯამში $40 მილიონიანი პროექტის შესახებ „ბიზნესპარტნიორისთვის“ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. საუბარია, “ხადორი 3”-ის და “სამყურისწყალი 1”-ის მშენებლობაზე.

როგორც კომპანიის დირექტორი ლაშა იორდანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მდინარე ალაზანზე, 5.4-მეგავატიანი “ხადორი 3”-თან დაკავშირებით, პანკისის ცნობილი მოვლენების შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა 25 მეგავატიან „სამყურისწყალზე“, ამ შემთხვევაში მოსახლეობის მხრიდან წინააღდგეობა არ არის.

როგორც იორდანიშვილი აცხადებს, კომპანიამ ხეობაში მოსახლეობასთან ახალი საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

„არ ვიცი როდის დასრულდება ეს კამპანია, რადგან იგივე „ნამახვანჰესის“ ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა ზოგადად მოსახლეობაზე ნეგატიურად იმოქმედა. მაგალითად, ლოპოტაზე  4 მგვტ-იან ჰესს აშენებს ჩვენგან დამოუკიდებელი კომპანია, ამ შეხედულებების ფონზე, ხალხმა იქაც კარვების გაშლა დაიწყო,“ – აცხადებს იორდანიშვილი.

„ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელი სამყურისწყალზე ჰესის მშენებლობის საკითხსაც ახსენებს და აცხადებს, რომ მისი მშენებლობა სავარაუდოდ, “ხადორი 3”-ის მშენებლობს პარარელურად დაიწყება.

როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაში უკვე არის ორი ჰესი,  „ხადორი 1“ და „ხადორი 2“.

Leave a Reply