საქართველოში სრულად ენერგოეფექტური პირველი სმარტ კორპუსი აშენდება

პირველად საქართველოში Solar Energy Apartments SEA სრულად ენერგოეფექტურ სმარტ კორპუსს ააშენებს. ბინები სრულად მზის ენერგიაზე იქნება და ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩაერთვება. გარდა ამისა დაგეგმილია ყველა საჭირო სერვისის სრულად ინტელექტუალური მართვის სისტემაზე გადაყვანა.

„ჩვენ არ ვიგონებთ ველოსიპედს. გვინდა კომბინაცია გავაკეთოთ, შევაერთოთ მზის პანელები, პერლიტის ბლოკი და თბოიზოლაციის ვიტრაჟის ფანჯრები და მივიღოთ მაქსიმალური ენერგოგამოყენება მშენებლობაში. ეს არის თერმოსის პრინციპის ბინები. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ყენდება ევროპაში დამზადებული ბოლო თაობის მზის პანელები, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს იყვნენ უფასო, დამოუკიდებელ ელექტროენერგიაზე და ჩაერთონ ნეტო აღრიცხვაში. ამ შემთხვევაში არა მარტო ფასადი, არამედ მთლიან კედელს გავაკეთებთ თბო და ხმის იზოლაცით. მზის პანელებს დავამონტაჟებთ არა მარტო სახურავზე არამედ აივნების მოაჯირებზეც, რითაც 50%-ით ვზრდით პანელების რაოდენობას. ეს მოგვცემს შესაძლებლობას სრულად 100%-ით გვქონდეს ელექტრო მომარაგება,“ – ამბობს  პროექტის ხელმძღვანელი ლევან ოქროპირიძე.

პროექტი ძველ თბილისში განხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 1.480 მლნ დოლარია. პროექტი გათვლილია BREEAM-ის სერთიფიკატზე რაც ევროკავშირის ყველაზე მაღალ იერარქიულ ეკოლოგიურ სტანდარტს წარმოადგენს მშენებლობაში.

19 ივნისს პროექტი სოციალური და მწვანე საწარმოების ექსპო 2021-ზე იყო წარდგენილი. ღონისძიება ევროკავშირის, USAID-ის, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (Austrian Development Cooperation) და CENN-ის ორგანიზირებით გაიმართა.

“21 ივნისს მოგვივიდა შემოთავაზება: გაერთიანებული ერების ორგანიზაციდან “გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის საქართველოს ქსელიდან” რომ მათვის საინტერესოა ჩვენი კომპანია გაწევრიანდეს ერთიან გლობალურ შეთანხმების ქსელში. ჩვენი პროექტი გათვლილია BREEAM-ის სერთიფიკატზე, კავკასიაში მსგავსი სერთიფიკატი არ აუღია არცერთ გიგანტ დეველოპერულ თუ სამშენებლო კომპანიას (სერთიფიკატი BREEAM-ის განმარტება ნიშნავს: ევროკავშირის ყველაზე მაღალი იერარქიული ეკოლოგიურ სტანდარტს მშენებლობაში, ამაზე მაღალი სტანდარტი ფიზიკურად არ არსებობს). ვფიქრობთ, სწორედ ეს ფაქტორი გახდა მიზეზი რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელიდან დაგვიკავშირდნენ და გაწევრიანება შემოგვთავაზეს. რა თქმა უნდა, დავთახმდით და პროცედურას გავდივართ, დოკუმენტაცია გაეროს ცენტრალურ ოფისში გაიგზავნება,“ – განაცხადა ლევანი ოქროპირიძემ.

Leave a Reply

Menu Title