ენგურჰესმა ივნისის თვისთვის რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავა

ესკოს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ივნისის 28 დღის განმავლობაში მწვანე ენერგიის მწარმოებელი საქართველოს 101 ჰიდრო და 1 ქარის სადგურის მიერ სალტეზე გაშვებული (გასაყიდი) ელექტროენერგიის მოცულობამ 1 221 258 125 კვტ.სთ შეადგინა.

მასშტაბური სარეაბილატიციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მყობრში ჩამდგარმა ენგურჰესმა ივნისის 28 დღის განმავლობაში 607 639 121 კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც მწვანე ენერგიის მწარმოებელი 102 სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 49,8%-ია ანუ ენგურჰესმა იმდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რამდენიც სხვა 101-მა სადგურმა ერთად აღებულმა.

ესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული 2007-2021 წლების ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემების თანახმად, ივნისის 28 დღის განმავლობაში ენგურჰესმა დღემდე არსებულ რეკორდულზე (2018→595 751 000 კვტ.სთ) მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა.

2007 ივნისი → 250 542 000
2008 ივნისი → 346 732 000
2009 ივნისი → 315 040 000
2010 ივნისი → 374 955 000
2011 ივნისი → 482 660 000
2012 ივნისი → 488 370 000
2013 ივნისი → 399 670 000
2014 ივნისი → 418 455 000
2015 ივნისი → 463 772 000
2016 ივნისი → 494 428 000
2017 ივნისი → 498 711 000
2018 ივნისი → 595 751 000
2019 ივნისი → 550 708 000
2020 ივნისი → 373 528 000
2021 1-28 ივნისი → 607 639 121

Leave a Reply