ნაკადი

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს. ამის შესახებ „ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეიჯი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მატიას ვარნიგმა გამოცემა „ჰანდელსბლატთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კომპანიის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ ამჟამად პროექტის 98 პროცენტი უკვე დასრულებულია და კიდევ სამი თვე სხვადასხვა სერტიფიკატის მიღებას და შემოწმებების ჩატარებას დასჭირდება. მატიას ვარნიგის თქმით, კომპანიის ამოცანაა, რომ გაზსადენმა მუშაობა მიმდინარე წელსვე დაიწყოს.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2 ეიჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტის ამუშავების მიუხედავად, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი 2024 წლის შემდეგაც გაგრძელდება. პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ათი წლის შემდეგ შესაძლოა, მოსახერხებელი იყოს წყალბადის ტრანზიტი.

ამჟამად „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-თან დაკავშირებით აშშ სერთიფიკატის გამცემ სხვადასხვა კომპანიებს სანქციებით ემუქრება. პროექტს აშშ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. პროექტის ოპონენტები აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2″ რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.

Leave a Reply