გერმანიამ “Nord Stream-2” შეჩერების შესაძლებლობა დაუშვა

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში როდერიხ კიზევეტერმა თანაპარტიელებს მოუწოდა უფრო კრიტიკულად მიუდგნენ Nord Stream 2-ს მორატორიუმის დადგენაზე იფიქრონ, იუწყება ჟურნალი Der Spiegel.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მშენებარე გაზსადენი არის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტი და მისი გაშვება უნდა იყოს შეჩერებული. საჭიროების შემთხვევაში, მისი მშენებლობის გაგრძელება მოგვიანებით შეიძლება.

“Nord Stream 2, პირველ რიგში, გეოპოლიტიკური პროექტია. რუსეთს სურს უკრაინა ბუნებრივი აირის სატრანზიტო ფუნქციის გარეშე დატოვოს, ”აღნიშნავს კიზევეტტერი.

გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა მმართველი CDU ბლოკიდან – არმინ ლაშეტმა  ასევე აღიარა გაზსადდენის მშენებლობის შეჩერების საჭიროება: “პირობები შეთანხმებული იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან” – განაცხადა ლაშეტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, აღნშნული პროექტის განხილვის დროს. “თუ პუტინი გამოიყენებს Nord Stream 2-ს უკრაინის წინააღმდეგ, პროექტი შეიძლება შეჩერდეს ნებისმიერ დროს, მშენებლობის დასრულების შემდეგაც კი, რადგან მისი ეკონომიკური საფუძველი გაქრება”.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გვიანია მილსადენის მშენებლობის შეჩერება, რადგან ის გაშვების ეტაპზეა. მისი შესაძლო დაბლოკვის შემთხვევაში, საჭირო გახდება მილიარდობით კომპენსაციის გადახდა. ამავე დროს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მუდმივად ხაზს უსვამს გაზსადენის ამოქმედების მნიშვნელობას.

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply