თბოსადგურ გარდაბანი 2-ის აშენებას ჩინური CTEC-ი გეგმავს

GOGC “გარდაბანი 3”-ის მშენებლობის დაწყებას წლის მეორე ნახევარში გეგმავს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია კიდევ ერთი, რიგით მესამე, გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“-ის მშენებლობას სავარაუდოდ, 2021 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. ამის შესახებ კორპორაციის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

დაგეგმილია 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა. გათვალისწინებულია ორი აირ ტურბინის და ერთი ორთქლის ტურბინის მშენებლობა. მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წლისთვის იგეგმება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 175 მლნ დოლარამდეა.

ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“ მიმდებარედ აშენდება.

„ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ აღნიშნავენ, რომ პროექტის განხორციელებისთვის ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

Leave a Reply