საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

აზერბაიჯანში მზის ენერგიის წარმოება 15%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა აწარმოა 1 მილიარდ 203,2 მილიონი მანათის ღირებულების  ელექტროენერგია, გაზი და ორთქლი.

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

წყალმომარაგებისა და ნარჩენების გადამუშავების სექტორში წარმოებული პროდუქციის მოცულობა 11,2%-ით გაიზარდა და 198,4 მილიონი მანეთი შეადგინა.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა აწარმოა 12 მლრდ 373.1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქედან, 11 მილიარდ 986.1 მილიონი კვტ/სთ იყო კომერციული ელექტროენერგია, რაც 2.9%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აქედან 755.5 მილიონი კვტ/სთ მოდის ჰესების წარმოებაზე, რაც 13.5%-ით მეტია, წინა წელთან შედარებით.

11 მილიარდ 159.1 მლნ კვტ/სთ კი თბოელექტროსადგურებისგანაა ნაწარმოები, რაც 2.3%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.

საანგარიშო პერიოდში, აზერბაიჯანში 45,9 მილიონი კვტ/სთ ქარის ელექტროენერგია იქნა წარმოებული, რაც 13,6%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის პირველი ნახევარში.

იანვარ-ივნისში ქვეყანამ 25,6 მილიონი კვტ/სთ მზის ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 14,8%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply