ილჰამ ალიევი ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ზრდას პროგნოზირებს

აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა ევროპულ ბაზარზე გაიზრდება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის სიტყვებით, სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) პროექტის დასრულება ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო – იუწყება “ინტერფაქს-აზერბაიჯანი”.

იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში მცხოვრები მოსახლეობის აზერბაიჯანული გაზით მომარაგება, ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის (TAP) მეშვეობით, 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. TAP გაზსადენი SGC–ს ნაწილია, რომელიც 38 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიწოდების წლიური მოცულობა ევროპაში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრითაა განსაზღვრული. გარდა ამისა, წელიწადში 6 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი არის გათვლილი თურქეთის დასავლეთ რეგიონების მომარაგებისთვის.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply