ჩინეთი ელექტრომობილების გაყიდვების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

რუსეთი ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს

ძალიან მალე რუსეთი გამოუშვებს საკუთარი წარმოების ელექტრომობილებს, განაცხადა რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული განვითარების და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე.

“ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, მინდა გამოვყო ელექტრონული მანქანების საკუთარი ხაზის შექმნის პროექტი, მათ შორის წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილების” – განაცხადა მან.

როდის განხორციელდება ხსენებული პროექტი, ვინ ჩაერთვება ელექტრომობილების განვითარებასა და წარმოებაში და რამდენი მოდელის გამოშვება იგეგმება, რუსეთის პრემიერ მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply