ბაიდენი და მერკელი გაზის უკრაინულ ტრანზიტს იცავენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს მისგან მტკიცე განაცხადების გაკეთებას მოითხოვდა იმის თაობაზე, რომ ახალი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“  რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რადიკალური ქმედებებისკენ არ უბიძგებს.

თავად ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ლიდერების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ამ გაზსადენის წინაამღდეგ სანქციების გაფართოვებაზე უარი განაცხადა და ამით „გაზპრომს“ პროექტის დასრულების შესაძლებლობა მისცა. და ეს მაშინ, როდესაც მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი მშენებლობის შეჩერებას ცდილობდა და ახერხებდა კიდეც.

9,5 მლრდ. ევროს ღირებულების პროექტის მიზანი, საბოლოო ჯამში, ევროპაში რუსული გაზის უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით ტრანსპორტირებაა, რაც უკრაინას როგორც ფინანსურ, ასევე უსაფრთხოების კუთხითაც მნიშვნელოვნად დააზარალებს.

ეს უკრაინისთვის სერიოზული პრობლემაა, რადგანაც ქვეყნის ბიუჯეტი ამ ტრანზიტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.  პროექტის ამერიკელი მოწინაამღდეგეები ვარაუდობენ, რომ  ახალი გაზსადენის ამუშავება გაზრდის იმის ალბათობას. რომ პუტინი უკრაინული ტრანზიტს კიევზე და სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის მიზნით შეაჩერებს.

ამერიკა უკრაინაზე რუსული ზეწოლის შემცირებას ცდილობს, თუმცა, ამავე დროს, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს  შეჩერებაზე უარის თქმით, მოსკოვს ახალ, ბევრად უფრო ძლიერ ბერკეტებს აძლევს. ამის წინაამღდეგ არა მხოლოდ რესპუბლიკელები, არამედ პრეზიდენტის თანაპარტიელი-დემოკრატების ნაწილიც გამოდის.

რამდენიმე დღის წინ, ბაიდენთან შეხვედრამდე, ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ გაზსადენი სექტემბერში ამოქმედდება და ეს უკრაინის უსაფრთხოებას ემუქრება.

თავის დროზე ბაიდენმა ამ პროექტს „ევროპისთვის ცუდი გარიგება“ უწოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მის წინაამღდეგ ახალი სანქციები მაინც არ შემოიღო – მისი აზრით, ეს კონტრპროდუქტიული იქნებოდა აშშ-ს და ევროპის ურთიერთობებისთვის.

ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ მერკელმა აღიარა, რომ გერმანიას და რუსეთს შორის გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხში უთანხმოებები მართლაც არსებობს, მაგრამ ამავე დროს უკრაინის ინტერესების დაცვის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენ რუსეთზე და უკრაინაზე ვისაუბრეთ, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე. ჩვენ განსხვავებულად ხედვას იმის, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს გაზსადენის ამოქმედებას, მარგამ ამავე დროს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ უკრაინა გაზის სატრანზიტო ქვეყანად უნდა დარჩეს“, – განაცხადა კანცლერმა.

მისი თქმით, ევროპა მზადაა იმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის ამ უფლებას პატივს არ სცემს.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“  – დამატებითი პროექტია და არა უკრაინული ტრანზიტის შემცვლელი“, – მიიჩნევს მერკელი.

„ჩემი პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით კარგადაა ცნობილი. კარგი მეგობრები შეიძლება ერთმანეთს ზოგჯერ არ დაეთანხმონ, მაგრამ მე პრეზიდენტი რომ გავხდი, ეს პროექტი 90%-ით დასრულებული იყო და სანქციების შემოღებას აზრი არ ჰქონდა, საჭირო იყო კანცლერთან მუშაობა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ორივე მხარე ერთობლივად განიხილავს პრაქტიკულ ზომებს, რომელთა მიღება  შესაძლებელია იმისთვის, რომ უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply