“აზერენერჯის” ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 21%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში „აზერენერჯიმ“ ექსპორტზე გაიტანა 813.3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, მთლიანობაში, 33 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.

სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.6 მილიონი დოლარით (20,7%), ანუ 106,85 მილიონი კვტ/სთ-ით (11,6%) ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში, ელექტროენერგიის ექსპორტმა შეადგინა აზერბაიჯანის ენერგეორესურსების მთლიანი ექსპორტის 0.4% და არა-წიაღისეული რესურსების ექსპორტის 2.8%.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply