ირანმა პირველად განახორციელა ნავთობის ექსპორტი “ჯასკის” ნავთობტერმინალიდან

ირანმა პირველად განახორციელა ნავთობის ექსპორტი “ჯასკის” ნავთობტერმინალიდან. პროექტი ძალაში  ნავთობის მინისტრისა და ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ინიციატივით შევიდა.

ირანული ნედლი ნავთობის პირველი პარტიის დატვირთვისა და ექსპორტის ოფიციალური პროცესი დაიწყო ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის ბრძანებით და აღნიშნულმა რეალობად აქცია ქვეყნის დიდი ხნის მიზანი, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისა.

გეგმის რეალიზებაში დაიხარჯა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი, რომლის მიზანი იყო “ჯასკის” ახალი ნავთობტერმინალით 1 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის განხორციელება. ტერმინალი უზრუნველყოფს ნავთობის ექსპორტის უწყვეტობას, საექსპორტო ტერმინალების დეცენტრალიზაციასა და დივერსიფიკაციას, მდგრად განვითარებასა და მაკრანის ნაპირებზე სამუშაო ადგილების შექმნას.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply