ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 27 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ულიანოვის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, მიხაკო წერეთელის, მოძვის, ქერჩის, კრუპსკაიას, მორის ფოცხიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, ჯანაშვილის, კაჭარავას, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა, გელა ჭედიას, ლაზოს, მეგობრობის, გლდანულას და გლდანის ხევის  ქუჩების  მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, ავჭალის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, ბარისახოს, ულიანოვის, უწერის, ალექსანდრე მანაგაძის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, შალვა ტრაპაიძის, ლიბანის, გაგრის, ილია ვეკუას, ჭრებალოს,  გრიგოლ ხანძთელის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, VI კვარტლების (ნაწილობრივ) და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის  გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მეველეს და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის  გამზირის, ლიზიკო ქავთარაძის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების  მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების,  გოძიაშვილის, ჩოხელის და ყურაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

Leave a Reply

Menu Title