ლუკაშენკო აზერბაიჯანს ნავთობით მომარაგებისთვის მადლობას უხდის

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს, დასავლეთის სახელმწიფოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ნავთობით მომარაგებისთვის. სააგენტოს BelTA-ს ცნობით, ლუკაშენკომ აღნიშნულის შესახებ ორშაბათს, ბელორუსში აზერბაიჯანის ელჩთან ლატიფ განდილოვთან შეხვედრისას განაცხადა.

”მადლობა ბელორუსის ნავთობპროდუქტებით მომარაგებისთვის. თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, დასავლეთის სახელმწიფოების ზეწოლის მუხედავად, შეასრულეთ თქვენი სიტყვა. აღნიშნული თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძვირი ჯდება ” – აღნიშნა ლუკაშენკომ.

“აზერბაიჯანს შეუძლია ბელორუსის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ შეთანხმებები, რომლებიც მიღწეულ იქნა ჩემი ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს აზერბაიჯანში ” – დაამატა მან.

2020 წელს აზერბაიჯანი გახდა მსხვილი ნავთობის ალტერნატიული მიმწოდებელი ბელორუსის რესპუბლიკისთვის, რუსული კომპანიების მიერ ნედლეულის მომარაგების დროებითი შეჩერების შემდეგ. აზერბაიჯანმა დაახლოებით 1 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდა ქვეყანას; 2021 წელს აღნიშნული შესყიდვები გაგრძელდა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply