ენერგოომბუდსმენი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშით წარდგა

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშით წარდგა.

როგორც ენერგოომბუდსმენის სამსახურიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, სალომე ვარდიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

წლიურ ანგარიშთან ერთად, სალომე ვარდიაშვილმა პანდემიის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობასა და მართვის სტილზე ისაუბრა, ასევე მოქალაქეთა მიმართვიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო.

„ენერგოომბუდსმენის სამსახური მოუწოდებს მომხმარებლებს, ენერგეტიკის სექტორში არსებულ სადავო საკითხებზე სათანადო სამართლებრივი კონსულტაციის ან დახმარების მიზნით დაუკავშირდნენ ნომერზე 16 216, ან მიმართონ სოციალური ქსელით. განცხადებების გამოგზავნა შესაძლებელია მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19, აგრეთვე ელექტრონულ მისამართზე: mail@pdci.ge,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

Leave a Reply