ირანის საგარეო უწყება – ირანი დაუყოვნებლივ უპასუხებს მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ საფრთხეს

ირანი დაუყოვნებლივ უპასუხებს მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ საფრთხეს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რითაც ომანის სანაპიროსთან ნავთობმზიდზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ისრაელის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ბრალდებებს გამოეხმაურა.

„ირანი არ აყოვნებს, როდესაც საქმე უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება და უპასუხებს სწრაფად და მტკიცედ ნებისმიერ შესაძლო ავანტიურას”, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა საედ ხატიბზადემ.

შეგახსენებთ, ომანის სანაპიროსთან ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობის ტანკერ Mercer Street-ზე, რომელსაც ისრაელური კომპანია Zodiac Maritime-ი მართავს, თავდასხმა განხორციელდა, რასაც ორი ადამიანის – რუმინეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელი, შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ. ირანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

Leave a Reply