ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

BP–მა 7,78 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება მიიღო

ბრიტანულმა BP–მა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მიიღო სუფთა მოგება 7,78 მილიარდი დოლარის ოდენობით, ხოლო ერთი წლის წინ კომპანიამ დააფიქსირა სუფთა ზარალი 21,21 მილიარდი დოლარის ოდენობით. კომპანიის მიერ გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

შემოსავალი გაიზარდა 43%-ით წლიურ გამოხატულებაში და შეადგინა 74.08 მილიარდი დოლარი.

მეორე კვარტალში BP–ის სუფთა მოგებამ შეადგინა 3.12 მილიარდი დოლარი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის 16.85 მილიარდი დოლარის სუფთა ზარალთან შედარებით. კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 1,7-ჯერ 36,47 მილიარდ დოლარამდე.

BP პროგნოზირებს  მ/წლის მესამე კვარტალში ნავთობის მოპოვების ზრდას სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და მსხვილი პროექტების გამოცოცხლების ფონზე.

Leave a Reply

Menu Title