რუსეთმა ნავთობის ექსპორტზე გადასახადი გაზარდა

რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე გადასახადი 1 აგვისტოდან 6.3 აშშ დოლარით გაიზარდა.

რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე გადასახადი 1 აგვისტოდან ტონაზე 67,8 დოლარამდე გაიზარდა, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დოკუმენტებში.

“ურალის” ნავთობის საშუალო ფასი 15 ივნისიდან 14 ივლისამდე მონიტორინგის პერიოდში 73,63 აშშ დოლარი ბარელზე, ანუ 537,5 აშშ დოლარი ტონაზე იყო. ერთი თვით ადრე კი, ბარელზე 67,9 დოლარი.

გადასახადი მსუბუქ ნავთობპროდუქტებზე და ზეთებზე გაიზარდა 18,4 დოლარიდან 20,3 დოლარამდე ტონაზე, მუქზე – 61,5 დოლარიდან 67,8 დოლარამდე. კომერციულ ბენზინზე საექსპორტო გადასახადი 18,4 დოლარიდან 20,3 დოლარამდე გაიზარდა.

გათხევადებულ ბუნებრივ აირზე გადასახადი (LPG) 9 დოლარი გახდა, LPG-ს სუფთა ფრაქციებზე – 7.2 დოლარი, ხოლო კოქსზე – 4.4 დოლარი ტონაზე.

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply

Menu Title