თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქვანახშირის თბოელექტროსადგურთან ღამით გაჩენილი ხანძარი, რის გამოც გასულ საღამოს ევაკუაცია გამოცხადდა, ჩააქრეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ქემერკოის თბოელექტროსადგურზე ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომა უზრუნველყოფილია. TRT-ს ცნობით, აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებებიც გატანილია.
მაშინ, როდესაც ადგილობრივი მერი ევაკუაციის შესახებ ცნობებს ტვიტერის საშუალებით ავრცელებდა, ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თბოელექტროსადგურის დაწვის საფრთხეზე A Hbr-ის პირდაპირ ეთერში საუბრობდა.
მერის ინფორმაციით, მწირი საჰაერო დახმარება, ფაქტობრივად სადგურის ირგვლივ ცეცხლის ალის ჩაქრობაზე უფრო იყო ფოკუსირებული, ვიდრე ქარის მიერ გარშემო ტერიტორიაზე გავრცელებული ხანძრის გაცილებით ფართო არეალზე.