ხუდონჰესის მშენებლობა, შეიძლება 2 წლით გადაიდოს

რა ძირითადი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას?

უპირველესად, ესაა ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის ზრდა, შესაბამისად, მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ჩვენი ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება.
გარდა ამისა, ახალი ჰესების მშენებლობა პირდაპირ თუ ირიბად ავითარებს რეგიონებს და ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებას.
დამატებითი სარგებლების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია:
  • ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რომელიც დაუწერელ წესად იქცა თითეული ინვესტორისთვის;
  • პროფესიული განათლების მიღება;
  • სპეციალისტების პროფესიული დონის ამაღლება;
  • ადგილობრივი მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება;
  • ბიუჯეტში გადასახადების გადახდის სახით მიღებული შემოსავლები;
  • ჰესის არეალში სხვადასხვა დამხმარე სერვისების განვითარების წახალისება;
  • საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტების გრანტებით დაფინანსება.
შუახევი ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სხვადასხვა ტიპის სოციალური პროექტების სწორად დაგეგმარებისა და განხორციელების ერთ-ერთი მაგალითია.
მსგავსი პროექტების დაგეგმარების დროს უმნიშვნელოვანესია, სწორად იყოს შესწავლილი და შეფასებული ადგილობრივი მოსახლეობის რეალური საჭიროებები.
ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც შუახევი ჰესმა განახორციელა, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის მოსამზადებელი კურსების ორგანიზება და დაფინანსება იყო. პროგრამა მაღალმთიან აჭარაში განხორციელდა და ჯამში 212 აბიტურიენტს დაეხმარა. აღსანიშნავია ისიც, რომ შუახევი ჰესის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ 23 სტუდენტს 4 წლის განმავლობაში ბაკალავრის საფეხურზე სწავლის საფასური დაუფინანსა.
წყარო: “ენერგომომავალი”

Leave a Reply