თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ძავბის ვარდნას აფხაზეთში კოვიდ-პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა

აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებული პაციენტი ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ედუარდ ბუთბამ ვიდეო გზავნილში აღნიშნა, გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ორ პალატაში გამოირთო შუქი, რის გამოც გაითიშა აღჭურვილობა.

შედეგად, ერთ-ერთი პაციენტი, 1957 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა. კიდევ სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ბუთბას განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title