აფხაზეთში, კიდევ ერთი კოვიდ-პაციენტი გარდაიცვალა ძაბვის ვარდნის გამო

აფხაზეთში, გუდაუთის კოვიდ-საავადმყოფოში მეორე პაციენტი გარდაიცვალა, ძაბვის ვარდნის გამო, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად.

“კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად. მისი მდგომარეობა თავიდანვე უკიდურესად მძიმე იყო. დანარჩენ ორისთვის ინფორმაცია ასეთია – ერთი პაციენტი პრაქტიკულად სრულად გამოჯანმრთელდა, მეორე უბრუნდება იმ მდგომარეობას, რომელშიც ის ელექტროენერგიის გათიშვამდე იმყოფებოდა.” აღნიშნულის შესახებ, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

ოთხშაბათს, პაციენტი გარდაიცვალა საავადმყოფოში ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ხოლო სამი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. შუქის გამორთვამ გამოიწვია ვენტილატორების მწყობრიდან გამოსვლა სამედიცინო დაწესებულების ორ რეანიმაციულ პალატაში.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title