შუახევიჰესი - უმსხვილესი ჰიდროენერგოპროექტის მშენებლობლობა წარმატებით მიმდინარეობს

როგორ აძლიერებს ეკონომიკურად მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას ახალი ჰესების პროექტები

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და მცირე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ინვესტორებისთვის დაუწერელ კანონად იქცა. ხშირ შემთხვევაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებს თან ახლავს გარკვეული სოციალური პროგრამა – ზოგად და პროფესიულ განათლებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროექტების ერთობლიობა.
ჰესის არეალში მცხოვრებთა მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას საკუთარი ბიზნეს-პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას აძლევენ, ამასთანავე ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უშლიან სოფლების დაცლას.
შუახევი ჰესის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ მშენებლობისა და ოპერირების დროს ადგილობრივი თემების მხარდაჭერის მიზნით 48 ადგილობრივი მეწარმე დააფინანსა. ჰესის მშენებლობისას სოციალური პროექტების განსახორციელებლად კომპანიამ ჯამში 8 მილიონი ლარი გამოყო.
ადგილობრივი თემების მხარდაჭერა შუახევი ჰესის ოპერირების ეტაპზეც გრძელდება.
წყარო: “ენერგომომავალი”

Leave a Reply