ანგელა მერკელი – იმ შემთხვევაში თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ დაუჭერს მხარს

იმ შემთხვევაში თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

„ბუნებრივი აირი არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკურ იარაღად“, – განაცხადა მერკელმა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტ ქვეყანად 2024 წლის შემდეგ პერიოდშიც დარჩეს და ეს შეთანხმება ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მალე გაფორმდეს.

ანგელა მერკელმა ასევე მზაობა გამოთქვა კიევთან ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე, თუმცა კონკრეტული წინადადებები არ წარუდგენია.

რაც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს, კანცლერი დღეისათვის არსებულ რეზულტატს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს და „ნორმანდიულ ფორმატში“ ახალი სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

ანგელა მერკელისა და უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა მარინსკის სასახლეში შედგა.

Leave a Reply

Menu Title