გარემოს დაცვის სამინისტროს როლი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში

კაშხლების მშენებლობის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს

კაშხლების მშენებლობის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ძველად კაშხლები შენდებოდა ძირითადად ირიგაციისთვის, მდინარის წყლის გადასაგდებად (ტერიტორიების დატბორვისა და წყალდიდობების თავიდან ასაცილებლად), გვალვის პერიოდებისთვის წყალსაცავების შესაქმნელად და ა.შ.
ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ძველ – ძვ. წ.ა. 3000 წლით დათარიღებულ კაშხლებს იორდანიაში, ქ. ამანტანში ვხვდებით. ეს იყო 4,5 მეტრი სიმაღლის და 1 მეტრი სიგანის ქვის კედელი. კაშხლების მთელი სისტემა იგებოდა ძველ ინდოეთში, სპარსეთში, ჩინეთში, საბერძნეთში, ძველ რომში და ა.შ.
ფართოდ კი კაშხლების მშენებლობა XVI და XVII საუკუნეებში გაიშალა. განსაკუთრებით გააქტიურდა ეს პროცესი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების აგება დაიწყეს.
კაშხლების მშენებლობა დედამიწის სხვადასხვა კონტინენტებზე დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს, ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი კვლავაც ინარჩუნებს ყველაზე პოპულარული და იაფი განახლებადი ენერგიის სტატუსს.
წყარო: “ენერგომომავალი”

Leave a Reply