მექსიკის ყურეში ნავთობის მოპოვება ქარიშხალი “იდას” გამო 91%-ით შეჩერდა

მექსიკის ყურეში ნავთობის მოპოვება თითქმის 91%-ით შეჩერებულია ლუიზიანას შტატის სანაპიროზე ქარიშხალი “იდას” მოახლოების გამო. აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს “სამმართველო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

შაბათს დილით მექსიკის ყურეში განხორციელდა 279 თანამშრომლის ევაკუაცია 560 ნავთობისა და გაზის მომპოვებელი პლატფორმიდან. თვით პლატფორმებზე მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა გამოირიცხოს ნავთობისა და გაზის გაჟონვის საფრთხე.

“ოპერატორების მონაცემების მიხედვით, მექსიკის ყურეში ნავთობის მოპოვება შეჩერებულია 90,84%-ით, ხოლო გაზის – 84,87%-ით”.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც ქარიშხლის მიერ გამოწვეული საფრთხე გაივლის, ყველა ნავთობმომპოვებელი პლატფორმა შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც  მათი მუშაობა აღდგება.

Leave a Reply

Menu Title