შუახევი ჰესის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ ადგილობრივი თემების მხარდასაჭერად 48 ადგილობრივი მეწარმე დააფინანსა

ნებისმიერი ჰესის პროექტი ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის ადგილობრივებისათვის – როგორც უშუალოდ მშენებლობისა და შემდეგ ექსპლუატაციის პერიოდებში, ისე სხვადასხვა სოციალური პროექტევის მეშვეობით.
იმისათვის, რომ ჰესის მშენებლობის არეალში მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ადგილობრივი ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეეწყოს ხელი და მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაცია შემცირდეს, ინვესტორები ხშირად ხელს უწყობენ ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას. ჰესის არეალში მცხოვრებთა მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას საკუთარი ბიზნეს-პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
მსგავსი პროექტის მაგალითია შუახევი ჰესის პროექტის მხარდაჭერით დაბა ხულოში შექმნილი ავეჯის საწარმო, რომელშიც სადღეისოდ უკვე 50-მდე ადამიანი მუშაობს. მასში წარმოებული პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იყიდება.
შუახევი ჰესის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ მშენებლობისა და ოპერირების ეტაპებზე ადგილობრივი თემების მხარდასაჭერად 48 ადგილობრივი მეწარმე დააფინანსა. ჰესის მშენებლობისას სოციალური პროექტების განსახორციელებლად კომპანიამ ჯამში 8 მილიონი ლარი გამოყო.
წყარო: “ენერგოდამოუკიდებლობა”

Leave a Reply