ტედ კრუზი ჯო ბაიდენს უკრაინის გამო აკრიტიკებს: მზის პანელები რუსეთის აგრესიას ვერ შეაჩერებენ

აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა, ტეხასის შტატის სენატორმა, ტედ კრუზმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრაზე ისაუბრა.

”ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია კვლავ არის განწყობილი, შესაძლებლობა მისცეს ვლადიმერ პუტინს, გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი 2″-ის მშენებლობა დაასრულოს. ეს გადაწყვეტილება თავისთავად დამღუპველია, რადგან შეერთებული შტატებისადმი ნდობის აღდგენის დაწყების ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა; ასევე, კონგრესის რეკომენდაციის დარღვევა, რომ ამ პროექტის მიმართ სანქციები იყოს გამოყენებული”, – წერს სენატორი.

ტედ კრუზი მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ „პირდაპირ და სერიოზულად“ საფრთხეს შეუქმნის შეერთებული შტატების მოკავშირეების ეროვნულ უსაფრთხოებას და ძირს გამოუთხრის ამერიკელების უსაფრთხოებასაც.

კრუზმა ასევე თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა “არ უნდა ჩააბაროს ჩვენი მოკავშირეები ჩვენს მოწინააღმდეგეებს”.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა, ძირითადად, მხოლოდ სიტყვებით ისაუბრა უკრაინის უსაფრთხოებაზე, შემდეგ კი გადავიდა დამღლელ, მიკერძოებულ რიტორიკაზე კლიმატის ცვლილებისა და მწვანე ენერგიის შესახებ. ეს არის მსჯელობა უნივერსიტეტის აუდიტორიისთვის და არა – რეალური სამყაროსთვის. მზის პანელები არ შეაჩერებენ რუსულ აგრესიას. ეს მოითხოვს გაბედულ ქმედებებს აშშ-ის მხრიდან, რომლებიც მიმართული იქნება მოკავშირეების ენერგეტიკული უსაფრთხოების, მთლიანობისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად, რაც არის მათი და, საბოლოოდ, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გარანტი”, – წერს ტედ კრუზი.

Leave a Reply