“გრანდ დიქსენსის” კაშხალი – შვეიცარიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული სანახაობა

შვეიცარიაში მდებარე “გრანდ დიქსენსი”, რომლის სიმაღლე 285 მ აღწევს, ყველაზე მაღალია მსოფლიოში არსებულ ბეტონის გრავიტაციულ კაშხლებს შორის.
ეს ნაგებობა ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია “კლეზონ–დიქსენსის” ჰიდროენერგეტიკული კომპლექსისა, რომელიც სამ ელექტროსადგურსა და წყლის ოთხ სატუმბს მოიცავს. კომპლექსი შვეიცარიაში ელექტროენერგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. მისი დადგმული სიმძლავრე – 2000 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავებაა 2 მილიარდი კვტ.სთ–ია. გამომუშავებული ელექტროენერგია საკმარისია 500 000 სახლის უზრუნველსაყოფად.
ამავდროულად, გრანდ დიქსენის კაშხალი შვეიცარიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ სანახაობას წარმოადგენს. მას ათასობით ტურისტი სტუმრობს, რათა დატკბეს ამ გრანდიოზული ნაგებობისა და მის გარშემო არსებული ხელუხლებელი ბუნების სილამაზით. კომპლექსამდე 30-კილომეტრიანი სერპანტინი ადის. კაშხალთან მდებარეობს სასტუმრო და საბაგირო გზა, რომლითაც კაშხალზე ასვლაა შესაძლებელი. ივნისიდან ოქტომბრამდე აქ ყოველდღიურად ეწყობა ექსკურსიები ელექტროსადგურებისა და გვირაბების დასათვალიერებლად.
წყარო: “ენერგომომავალი”

Leave a Reply