ჯო ბაიდენი: კლიმატის ცვლილება ამერიკასა და მსოფლიოს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება ამერიკასა და მსოფლიოს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის.

„კლიმატის ცვლილება ეგზისტენციალური საფრთხეა ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს საფრთხე აქ არის. კითხვა შემდეგია: შეიძლება სიტუაცია უარესი გახდეს? ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს უარესი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, ხალხი სერიოზულად უნდა მოეკიდოს კლიმატის ცვლილების საფრთხეს და ყური უგდოს ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ამჟამად „წითელი კოდის“ სიტუაციაა.

აშშ-ის რამდენიმე შტატში სტიქიურ უბედურებას, სულ მცირე, 58 ადამიანი ემსხვერპლა. გასულ კვირას, მეოთხე კატეგორიის ქარიშხალმა ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ, წყალდიდობა ამინდთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენად შეაფასა.

ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში, პენსილვანიასა და კონექტიკუტში წყალმა ქუჩები, სახლები, მეტროპოლიტენის ხაზები დატბორა და ავტომობილები წაიღო. მეოთხე კატეგორიის ქარიშხლის გამო, ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

Leave a Reply