ჰიდროენერგეტიკის წილმა თურქეთის ენერგო წარმოებაში 20.1% შეადგინა

თურქეთმა ჰიდროენერგეტიკა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა.

აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ Twitter-ის გვერდზე დაწერა.

„ბოლო პერიოდში, ჩვენს მიერ აშენებული ჰესების წყალობით, შევძელით თურქეთის ჰიდროენერგეტიკის სულ სხვა დონეზე აყვანა. თუმცა, აღნიშნულზე გაჩერებას არ ვაპირებთ და კვლავაც გავაგრძელებთ ხსენებულ სფეროს აქტიურ ინვესტირებას, რადგან გვსურს თურქეთი გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქვვეყანა ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით, ამის პირობას გაძლევთ“ – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.

ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრის თვალსაზრისით თურქეთი ათეულში შედის.

პრეზიდენტის სიტყვებით, ქვეყანაში ფუნქციონირებს 735 ჰესი, რომლელთა დადგმული სიმძლავრე 31,436 მგვტ.-ა.

ერდოღანმა ასევე დაამატა, რომ ამჟამად ჰიდროენერგეტიკის წილი თურქეთში ენერგიის წარმოებაში 20,1-ს შეადგენს, თუმცა, მომავალში იგეგმება მისი გაზრდა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply