რუსეთი და ბელორუსი ნავთობისა და გაზის საერთო ბაზრებს შექმნიან

2023 წლის 1 დეკემბრამდე გაფორმდება დოკუმენტი რუსეთისა და ბელორუსის ერთიანი გაზის ბაზრის შექმნის შესახებ.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

”2023 წლის 1 დეკემბრამდე გაფორმდება დოკუმენტი მოკავშირე სახელმწიფოსთან ბუნებრივი აირის ერთიანი ბაზრის შექმნის თაობაზე” – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ბელორუსიელ კოლეგასთან –  ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ.

გარდა ამისა, მისივე სიტყვებით, იგეგმება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრების გაერთიანების შესახებ შეთანხმების გაფორმებაც, ასევე შეთანხმება ელექტროენერგიის ერთიანი ბაზრის შექმნაზე.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply