ზამთარში ევროპას შესაძლოა გაზის დეფიციტი შეექმნას

ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ზამთარში გაზის დეფიციტი ემუქრება, რადგან რუსეთმა არ მიაწოდა საკმარისი რაოდენობით საწვავი ევროპულ ბაზარს, რამაც ასევე გამოიწვია ფასების ზრდაც.

აღნიშნული ამოს ჰოჩშტეინმა, აშშ–ს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა, განაცხადა Financial Times–თან ინტერვიუში.

მან ასევე დაამატა, რომ ევროპა ზამთრის სეზონს იწყებს არა მხოლოდ გაზის არასაკმარისი მარაგით, არამედ უკვე არსებული მარაგების შემცირების საფრთხითაც.

“თუ იანვარ-თებერვალში ცივი ზამთარი დადგება, არის საფრთხე მარაგის სრულად ამოწურვისაც. და ეს მე ძალიან მაწუხებს”- განაცხადა მან.

ჰოჩშტეინმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ევროპის რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულებით.

“ეს მხოლოდ გეოპოლიტიკურ თამაშები არაა. ხალხის სიცოცხლეა საფრთხეში” – დასძინა მან.

უკრაინული კომპანიის “ნაფტოგაზის” ხელმძღვანელის იური ვიტრენკოს სიტყვებით, ევროპაში გაზის ფასების რეკორდული ზრდა უკავშირდება რუსული “გაზპრომის” მიერ ბუნებრივი აირის უკრაინის ტერიტორიის გავლით მიწოდების შეზღუდვას.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში ამოს ჰოჩშტეინი დანიშნა, რომლის კომპეტენცია ასევე მოიცავს მუშაობას Nord Stream 2-ზე.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply