გაზის ფასების რეკორდული ზრდის გამო, ევროკომისიამ მოუწოდა ქვეყნებს დააჩქარონ განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლა

ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმენსმა მოუწოდა ქვეყნებს, დააჩქარონ გადასვლა განახლებად  ენერგიის წყაროებზე, ევროკავშირიში გაზის ფასების რეკორდული ზრდის გამო.

“გაზის ფასების ამჟამინდელი უპრეცედენტო ზრდის გამო, უფრო აქტიურად უნდა მოხდეს ყველა სახის განახლებადი ენერგო პროექტების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე” – განაცხადა ტიმერმენსმა.

მისი აზრით, მეტი განახლებადი ენერგიის ობიექტების ქონა ხელს შეუშლიდა ბუნებრივი აირის ფასების უკონტროლო ზრდასაც.

”ირონია იმაში მდგომარეობს, რომ უკვე ხუთი წლის წინ რომ გვქონოდა “მწვანე შეთანხმება”, ჩვენ არ ვიქნებოდით ამ სიტუაციაში, რადგან ნაკლებად ვიქნებოდით დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე და ბუნებრივ გაზზე” – განაცხადა მან ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათ დილით ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასმა ათას კუბურ მეტრზე რეკორდულ 800 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply