სომხეთი საქართველოს გავლით გაზის ტრანსპორტირების მარშრუტს ცვლის

ერევანი იმედოვნებს, რომ რუსეთი შეამცირებს ბუნებრივი აირის ფასს სომხეთისთვის

ერევანი იმედოვნებს, რომ მოსკოვი წელს მაინც არ გაზრდის ბუნებრივი აირის ფასს. აღნიშნულის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა განაცხადა ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

“”გაზპრომთან” მოლაპარაკებები პერმანენტულ ხასიათს ატარებს. ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ, თუ ღირებულების შემცირებას არა, არსებული ფასის შენარჩუნებას მაინც” – ციტირებს მას “ინტერფაქსი”.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სიურპრიზები არ იქნება მოსალოდნელი და გამოთქვა იმედი, საზღვარზე გაზის ფასის შენარჩუნების.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის რუსული ბუნებრივი აირი სომხეთს 1000 კუბურ მეტრზე 165 აშშ დოლარი უჯდება.

 

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title