გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.5 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.48 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 413.964 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ბენზინის მარაგები გაიზარდა 3,48 მილიონი ბარელით  და შეადგინა  221,616 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები შემცირდა  2,56 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  129,343 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 10,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Leave a Reply