“როგორ შეიძლებოდა „ენკას“ შეედგინა პროექტი, რომელიც დაინგრეოდა ოდესმე”

„ენკა“ მსოფლიოში უდიდესი კომპანიაა და თავისი საქმის პროფესიონალები არიან. როგორ შეიძლებოდა შეედგინა პროექტი, რომელიც დაინგრეოდა ოდესმე და ქუთაისს წაიღებდა? წარმოგიდგენიათ, რამხელა არასერიოზული ანალიზი კეთდება?! წარმოიდგინეთ, რომ ჰესი დაინგრევა, ქუთაისს წაიღებს და ხალხი ამაზე გამოდის. წარმოგიდგენიათ, რამხელა შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე?!“, – განაცხადა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ.

ჭყონიას თქმით, არცერთი ფინანსური ორგანიზაცია არ დააფინანსებს პროექტს, სადაც არაა გათვალისწინებული ეკოლოგია, ადამიანის ჯანმრთლება, ქვეყნის და ბუნების მომავალი.

„დღეს საუბრობენ, რომ ეს პროექტი არ არის დახურული, ჩვენ დავუბრუნდებით. გამორიცხულია. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერი არ არის, გააჩნია, როგორ მოილაპარაკებენ, მაგრამ ახლა მოლაპარაკებას ვიწყებთ არა ნოლიდან, არამედ მინუსიდან“, – განაცხადა ბიზნესმენმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში

Leave a Reply