სემეკში ჰიდროენერგიის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სემეკში ჰიდროენერგიის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის, მცირე და საშუალო ჰიდროენერგიის განვითარების ასოციაციის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა (ესკო) და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ჰიდროელექტროსადგურების არსებული გამოწვევები, მონაწილეებმა იმსჯელეს ჰიდრორესურსების რაციონალურად ათვისების უზრუნველყოფის საკითხებზე. მხარეთა შეთანხმებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ჰიდროელექტროსადგურების ოპერირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, კონკრეტულად – ჭარბი ენერგიის წარმოქმნის დროს წყლის დაღვრის საკითხის გადაჭრის გზებზე.
შეხვედრის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ საჭიროა დიდ გეოგრაფიაზე ბევრი სადგურის ჩართვა, რათა დაგროვდეს ინფორმაცია და მოხდეს სწორი პროგნოზირება, რის შედეგადაც უბალანსობის საფრთხეები თავიდან იქნება არიდებული და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სადგურებს მიეცემათ საშუალება წყლის დაღვრის ნაცვლად, ამ რაოდენობის ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა დაგეგმონ.

Leave a Reply

Menu Title