რუსული „ლუკოილი“ აზერბაიჯანში ექსპანსიას აძლიერებს

რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ აზერბაიჯანში ექსპანსიას მკვეთრად აძლიერებს – ნავთობგიგანტი საგაზო საბადოს შახ-დენიზის მმართველი კონსორციუმის 25%-ის მფლობელი გახდა.

ექსპერტების დარწმუნებულები არიან, რომ კომპანიამ რისკები შესაბამისად შეაფასა, ხოლო წარმატებულ საერთაშორისო პროექტში მისი წილის გაზრდა ინვესტორებისთვის კარგი სიგნალი იქნება.

„ლუკოილი“ აქამდე კონსორციუმში 9.5%-ს ფლობდა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მალაიზიური ნავთობკომპანია Petronas-თან აქციათა 15.5%-ს შესყიდვის თაობაზე. პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და გარიგება საბოლოოდ რამდენიმე პროცედურული საკითხის გადაწყვეტის შემდეგ დაიდება, მათ შორის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ.

კონსორციუმის დანარჩენი წევრების სტრუქტურა უცვლელი რჩება – ბრიტანული BP (28.8%), თურქული ТРАО (19%), აზერბაიჯანული SOCAR (10%) და SGC (6.7%) , და ირანული NICO (10%).

ლუკოილის გენერალური დირექტორის ვაგიტ ალექპეროვის თქმით, „შახ-დენიზში“ კომპანიის წილის ზრდა „ეროვნული ეკონომიკების პერსპექტიულ მიმართულებებში ახალ შესაძლებლობებს ხსნის“.

შეთანხმება გაზის საბადოს დამუშავების თაობაზე ხელმოწერილ იქნა 1996 წელს, გაზის მოპოვება კი 1 წლის შემდეგ დაიწყო, 2020 წელს საბადოზე გაზის მოპოვებამ 18.1 მლრდ. კუბური მეტრი შეადგინა.

„შახ-დენიზში“ წილის მკვეთრი გაზრდა აზერბაიჯანში ბოლო 2 კვირის მანძილზე ლუკოილ-ის მეორე მსხვილი გარიგება გახდა. კერძოდ, სექტემბრის ბოლოს რუსულმა ნავთობგიგანტმა კასპიის ზღვისა აზერბაიჯანულ ნაწილში გეოლოგიურ პროექტ Shallow Water Absheron-Peninsula-ში ბრიტანული British petroleum-ის 25%-ანი წილი შეისყიდა.

პროექტი საწყის ეტაპზეა, და აგვისტოში ერთ-ერთ პერსპექტიულ მონაკვეთზე პირველი საძიებო ჭაბურღილი აშენდა. ექსპერტები ლუკოილის მონაწილეობას აზერბაიჯანულ პროექტებში სავსებით ლოგიკურად მიიჩნევენ.

სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის ანალიტიკოსის დმიტრი მარიჩენკოს თქმის, რუსული ნავთობკომპანია „შახ-დენიზში“ დასაწყისიდან მუშაობს, და საბადოს პოტენციალი კარგად იცის.

„ლუკოილს კასპიის ზღვის რუსულ ნაწილში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, და ამავე დროს რუსეთში ზრდის შესაძლებლობები ბევრი არაა, ამიტომაც კომპანიის გააქტიურდება აზერბაიჯანში სავსებით ლოგიკურია“ – მიიჩნევს ის.

თანაც, ამ გზით, ნავთობკომპანიას გაზის ბაზარზე გასვლასაც შეძლებს, რასაც ინვესტორები დიდი ყურადღებას აქცევენ, რადგანაც გაზი ნავთობზე ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთა, და ამიტომაც პერსპექტიული საწვავია.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply