მიკროჩიპების დეფიციტმა საავტომობილო ინდუსტრიას კორონავირუსის პანდემიაზე მეტად დაარტყა

მიკროჩიპებზე არსებული გლობალური დეფიციტი მსოფლიო ავტოინდუსტრიას მნიშვნელოვნად აზარალებს და იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს შარშან კორონავირუსის პანდემიამ მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პორფკავშირების ორგნიზიაცია FIM-CISL ავრცელებს. ორგანიზაციას კონცერნ Stellantis-ში არსებული სიტუაცია მოჰყავს, რომელშიც შედის Fiat, Chrysler, Peugeot, Citroen და სხვა ბრენდები. კონცერნის ქარხნები ამ მიზეზით უკვე გაჩერდნენ და 2021 წლის ბოლომდე კიდევ არაერთხელ მოუწევთ გაჩერება, შედეგად კი კონცერნი Stellantis წელს დაგეგმილზე 1,4 მილიონით ნაკლებ ავტომობილს გამოსცემს.

კვარტალური მონაცემების თანახმად, Stellantis-მა 2021 წლის პირველ კვარტალში 11%-ით ნაკლები ავტომობილი გამოსცა. სამი კვარტლის ფარგლებში კი მხოლოდ იტალიაში 319 ათასი ავტომობილით ნაკლები გამოსცეს, ვიდრე შარშანდელ პანდემიურ წელიწადში.

Stellantis-მა დეფიციტის გამო გასულ კვირას შეწყვიტა Opel-ის წარმოება გერმანულ აიზენჰაიმში. ზაფხულის განმავლობაში კონცერნის ქარხნები გაჩერდა საფრანგეთსა და აშშ-ში. იტალიაში მოქმედი მელფის უდიდესი ქარხანა კი ოქტომბერში მხოლოდ 6 დღე იმუშავებს.

მიკროჩიპების მიწოდებაში არსებული დეფიციტი სერიოზულ პრობლემებს უქმნის სხვა მწარმოებლებსაც. თავად დეფიციტის მიზეზი კი პანდემიაა, რომლის გამოც ნახევარგამტარების მწარმოებელ ქვეყნებში ლოქდაუნების გამო მოხდა მიწოდების ჯაჭვში წყვეტა, შედეგად კი დაზარალდა მთელი ინდუსტრია. სიტუცია კიდევ უფრო დაამძიმა ოქტომბრის დასაწისში იაპონიის Asahi Kasei Microdevices Corp-ში გაჩენილმა ხანძარმა და მალაიზიაში STMicroelectronics-ის ქარხნის დახურვამ.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply