გაზის ფასების ზრდის გამო, ევროპა ქვანახშირს უბრუნდება

BofA Global Research-ის ანგარიშის თანახმად, ევროპული კომპანიები ბუნებრივი აირის ფასების ზრდის გამო ნახშირის მოხმარებაზე გადადიან.

ბოლო თვეებში, ევროპაში გაზის ფასი ინტენსიურად იზრდება, (ანტი)რეკორდი კი 6 ოქტომბერს დამყარდა – 1937 აშშ დოლარი ათას კუბურ მეტრზე. ორშაბათს, ნოემბრის ფიუჩერსები ჰოლანდიური TTF ინდექსით 1000 კუბურ მეტრზე 1000 დოლარზე დაბლა ივაჭრებოდა.

ავსტრალიური Newcastle-სა და ევროპული API2-ს ქვანახშირის ღირებულება ახლახანს გაიზარდა და ტონაზე $ 250-ს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ნახშირზე ღირებულების ამგვარი ზრდა უკავშირდება ევროპაში მიმდინარე “გაზის კრისზისს”.

თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპაში ქვანახშირის ფასი ოთხჯერ გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ბუნებრივი აირის – 20-ჯერ.

“მიუხედავად ნახირბადზე დაწესებული მაღალი გადასახადისა, ბუნებრივი აირის რეკორდულად ძვირი ფასი უბიძგებს მწარმოებლებს კვლავ დაუბრუნდნენ ისეთ წიაღისეულ საწვავებს, როგორიცაა ქვანახშირი და ნავთობი” – ნათქვამია BofA Global Research-ის ანგარიშში.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply